დავით ჩხარტიშვილი: „კატასროფის მომტანია თუ პრევენციული ზომები არ განხორციელდა!“

ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:

-იღრუბლება გარშემო; საქართველოს მთავრობის ახალ პოლიტიკას, სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე უჩნდება ფორმალურ მოკავშირეებს შორის და ახალ-ახალი ბარიერების გადალახვა უწევს. ხან, მე-5 კოლონის მეშვეობით, ხან კი სანქციების მუქარით ცდილობენ „ოცნების“ დაყოლიებას დიდ ანტირუსულ თამაშში. ორივე მხრიდან არაჯანსაღი ყურადღების ეპიცენტრში ვართ და ერთმანეთის მოწინააღმდეგე მოთამამაშე გამადიდებელი ლუპით გვაკვირდება. შიგადაშიგ კი მესიჯებს გვიგზავნის, თუ რა ტიპის ქცევას ელიან ჩვენსგან; ასე მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა რომ, დასავლეთი საქართველოს ხელების გადაგრეხას იწყებს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის გამო. „ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა: გააკეთე ეს!“ დაწერა მან ახლახანს ტელეგრამზე“ და დასძინა, „ამაზე კომენტარის გაკეთება აზრი არ აქვს!“-ო. მაგრამ  ვგონებ, კომენტარს ყოველთვის აქვს აზრი. თუნდაც იმისათვის, რომ ჩვენმა მკითხელმა უკეთ გაერკვიოს თუ რას უნდა ველოდოთ ურჩობისთვის ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამჯერზე. რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც ევროპალრლამანტში იღებენ რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამსოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს“ და რომელსაც ამის გამო ემუქრებიან პირადი სანქციებით. ზოგადად, რატომ გვაიძულებენ გავაკეთოთ ის, რაც აშკარად არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში? აი თუნდაც, როგორ უნდა აღვიღქვათ ამ ფონზე ის, რომ დატუქსვასთან პარალურად, პენტაგონის საიტზე ვკითხულობთ „საქართველო ამერიკისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს“. მხედველობაში მაქვს, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მერინდელი განცხადება. სადაც, ასევე აღნიშნული იყო რომ საქართველომ განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში“. ეტყობა, მხედველობაში აშშ-ს ავღანური კამპანიაა და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილებია აშკარად, არა?

 

კლასუკურ double bind_თან, „ორმაგ გზავნილთან“ გვაქვს საქმე; ეს, პოლიტტექნოლოგიური და ფსიქოლოგიური მანიპულაციის ნაირსახეობაა – რომელსაც, თუ აჰყვა ცალკეული ადამიანი ან ქვეყანა, ნამდვილად არ დარჩება მოგებული. მით უფრო ჩვენნაირი, დიდწილად მითოლოგირ წარმოდგენებში მცხოვრები, სუსტი სახელმწიფო. სადაც მე-5 კოლონა, ბევრ სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტშია წარმოდგენილი საკვანძო თანამდებობებე და თან ისეთი დოზით რომ, ისიც გასაკვირია, საერთოდ როგორ მიდის ღარიბაშვილის დირექტივები ადრესატამდე რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე.

 

-მიდის ეტყობა, მაგრამ დაბრკოლებებით და „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპით. დავსძენდი ზემოთქმულთან კონტექსტში, რადგან არ შემიძლია 24 თებერვლის აქციაზეც არ გკითხო; თვალშისაცემი იყო უკრაინული და ევროკავშირის დროშების ფრიალი სოციალურ ქსელ meta_ში და მოდი ვთქვათ პირდაპირ, ამ არსით „მიშისტურ“ ფლეშმობში ტრადიციულ კონტიგენტთან ერთად, „ოცნების“ რაგიონალური დონის ჩინოსნების ნაწილიც ფიქსირდებოდა. რაც, რბილად რომ ვთქვა გაკვირვებას იწვევდა მმართველი პარტიის რიგით აქტივისტებში, ივანიშვილ-ღარიბაშვილის გულწრფელ მომხრეებში. აი ეს ფენომენი, როდესაც მარჯვენამ არ იცის რას აკეთბს მარცხენა და რომელიც ნამმდვილად არ ხდება პირველად – როგორ აიხსნება იმის გათვალისწინებით რომ ცენტრში, უმაღლესმა ეშელონებმა ძალზე უარყოფითად შეაფასა ეს მოვლენა და პოზიციონირება ადეკვატურადაც მოახდინეს ამ საშუალო, რეგიონალური რგოლის წარმომადგენლებისგან განსხვავებით-თქო?

სურათის მეტი თვალსაჩინოებისთვის, ამავე კატეგორიის მოვლენებიდან თუნდაც ის ავბედითი „გავრილოვის ღამე“ გაიხსენე, როდესაც მხოლოდ მე-2 კვირის თავზე გაკეთდა აქაური ისტებლიშმენტისგან მეტადრე მორცხვი და არაფრის მთქმელი კომენტარები. იმ ფონზე, როდესაც ასევე კრიტიკული სიტუაცია იყო და ჩვეულებისამებრ, ასეთივე ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები „ოცნების“ სხვადასხვა დონეზე. აი როდესაც მაგალითად შენ და სულხან დევაძემ, მოერე დღესვე, აქაური და ფორმალურად „ოცნების“ სახეებისგან განსხვავებით, თავგამოდებით დაიცავით მმართველი პარტიის პოზიცია „ობიექტივის“ ეთერში. ცხონებული რეზო ამაშუკელის აღელვებული ზარიც მახსოვს, რომ დაგირეკათ მადლობის სათქმელად ამომწურავი და მართალი დიალოგისთვის. სახასიათოა ასევე ცნობილი ბლოგერის, გაბი კამაევის სტატუსი 24 თბერვლის „ფლეშმობთან“ მიმართებაში, რომელიც არ შემიძლია ნაწილობრივ არ მოვიყვანო აქ, იმდენად გულწრფელი, ტკივილით სავსე და ნიშანდობლივი იყო; ის წერდა რომ „ნაცები კი არა, აი ის ხალხი ხართ ჩემთვის ამორალური, ვინც აქ დიდი ზარზეიმით და გულზე მჯიღის ცემით მიწერთ: საქართველოა უპირველესი, ჩვენ ერთი დიდი გუნდი და ოჯახი ვართ, პარალელურად კი ნაცების დაანონსებულ მსველობაში იღებთ მონაწილეობას და შემდეგ თავს იმართლებთ: უკრაინის პონტი მეგონა და ამიტომ ვიყავიოერთი თქვენ შეგტკივათ რეალურად უკრაინაზე გული და მეორე აკია ბარბაქაძეს, უბრალოდ თადარიგს იჭერთ, ვაი და რევანშისტებს გამოუვიდეთ მობრუნება / გავემიჯნები, და ვიტყვი მეც თქვენთან ერთად ვიდექიო. / ყალბებო და ფარისევლებო!“ და ა.შ, იმავე პათოსით აგრძელბს ის, რასაც 1000_ზე მეტი მოწონება მოჰყვა „ოცნების“ რიგითი წევრისგან. გამოდის, ბევრის სათქმელი თქვა ამ ახალგაზრდამ არა, და ეს პრობლემა მართლაც რომ ზეაქტუალურია. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადამალულია კულუარებში. ვგონებ, არსებული პრობლემის კიდევ ერთ უტყუარ დასტურად, თუნდაც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხეილ ჯანელიძეს, 26 თებერვლის განცხადებაც შეიძლება მოვიყვანოთ; რომელიც მან ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და განაცხადა რომ, „ქართული ოცნებაღიად უპირისპირდება ქვეყნის დემოკრატიულ კურსს და ა.შ. მოკლედ, რამდენი ასეთი მაგალითის მოჰყვანაა საჭირო კიდევ, რომ დადასტურებულად ითქვას – ე.წ. საკადრო პოილიტიკა „ოცნების“, გამაოგნებელია და მყისიერ გადახედვას მოითხოვს ყველა დონეზე? 

 

 

დავსძენდი, ის არა მხოლოდ გამაოგნებელია, არამედ კატასროფის მომტანი თუ პრევენციული ზომები არ განხორციელდა! რაც არ უნდა მალო, „პოლიშინელის საიდუმლოა“, და ეგ სისტემური პრობლემა დაარსებიდან დღემდე, ლამის პირველქმნილ ცოდვად სდევს „ოცნებას“. დავიწყოთ იმით რომ, ჯერ ერთი ბუნებით გულწრფელია კამაევი, რის გამოც ბევრ ისეთ რამეს ამბობს ხოლმე, რაც სხვაში გულნადებად დევს და ვერ ბედავს. თუნდაც, იმის გამო რომ დამსახურებასთან ერთად, პოლიტიკურად განათლებულია და მეორე, იმ კონტიგენტისგან განსხვავებით ვინც კონიუქტურიდან გამომდნარე, მეძავის დარად იცვლის ხოლმე პრინციპებს, არ ემზადება მორიგი ნახტომისთვის, თუ უკრაინაში საქმე დამთავრდა არა ისე, როგორც ამას ვარაუდობს „ოცნების“ ლიდერშიპი და რა დასამალია, – მეც. ამიტომ, არაა გასაკვირი ისიც, რომ ამ ეპიზოდში, ესოდენ ჯანსაღი რეაქცია გამოამჟღავნა უამრავი ჩანერგილ-პორტირებული მედროვისგან განსხვავებით და უკრაინული დროშის ნაცვლად „ავატარზე“ საქართველოს დროშა ააფრიალა. საჯარო გამოსვლებისას მითქვამს, დამიწერია კიდეც არაერთხელ და განვმეორდები ახლაც; ასეთი დიქოტომია „ოცნებაში“, სხვადასხვა რგოლს შორის ფუნდამენტური ხასიათისაა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მყისიერ გამოსწორებასაც მოითხოვს. არადა, უკიდურესად დევიანტურ ფორმებში შეიძლება გადაიზარდოს, რისი გამოსწორებაც მერე, შეუძლებელი გახდება. სიტყვაზე, თუ რომელიმე პასუხისმგებელი პირი ვერ რისკავს ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ჩატარებას იმის გამო რომ რეფორმას ხმაური და თავის ტკივილი მოჰყვება – ვეტყვი; განუხორციელების შემთხვევაში გვერდითი ეფეტქები უარესი ფორმით მოევლინება. რაც თავის მხრივ, ასეთ საერთაშორისო ვითარებაში საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი ძალისთვის. რაღა მოსატანი იქნება მაშინ დუმბაძე, კვირიკაშვილი, გახარია, მარიამ ჯაში, გუბაზი, ჯანელიძე და ა.შ., ასევე სხვა უფრო წვრილფეხა ჩანერგილების დემონსტარციული დგომა „ნაცების“, ანდა მათ იდეოლოგიასთან გათანაბრებულ ნებისმიერ სხვა ძალასთან თუ თავად „ოცნების“ ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა პროცესის არწამოწყების გამო – რაც ამ მოცემუობაში, სააკაშვილის ავტომატურ დაბრუნებას ნიშნავს. ახლომხედველი, პოლიტიკურად გაუნათლებელი ტექნოკრატი შემეპასუხება, „წამსველი წავიდესო“, მაგრამ საქმე იმაშია რომ ასეთი კადრი ჯერ ერთი არ უნდა მოიყვანო, რაც უკვე სისტემურ ხარვეზზე მეტყველებს, რადგან ეს უკვალოდ არ რჩება და მეორე, რომ საზოგადოებრივ და მედია ველზე პროცესები სხვაგვარად ფასდება, ვიდრე რაიმე ტიპის შპს_ში, ანდა სულაც საბანკო სექტორში. მესამე და მთავარი – რადგან (!), გარემოებათა ამ ერთობლიობამ, შესაძლოა დაშლის უმარათავი რეაქცია გამოიწვიოს და ზიანი როდი იქნება მხოლოდ რეპუტაციული კუთხით მოყენებული, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ბზარი ბაზისზე გაივლის, ეროზია მზიდ კედლებს მოედება და აშშ_ს მიერ დაგეშილი ტურების ლეგიონიც, როგორც არასოდეს ისე მიესევა ივანიშვილს მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში; ამ სურათ-ხატს კი, უფრო ართულებს ის რომ, „ოცნებას“ მისი ავთენტური იდეოლოგია არ გააჩნია და ფორმალურად ისევე, როგორც თავის დროზე „ნაციონალები“, აშშ-ს უპირობო ჰეგემონიის დროს მიღებული დოკუმენტებით ხელმძღვანელობს. ვერა და ვერ გამოვიდა ფორმალიზმის ტყვეობიდან, რაც დაუშვებელი ვითარებაა, როდესაც იბადება ახალი სამყარო, პრემიერად კი პრინციპული ღარიბშვილი და არა უხერხემლო ბახტაძე, ანდა მოხტუნავე კვირიკაშვილი გვყავს. პირველი პირი, რომელიც ინსტიტუციაონალური თვალსაზრისით ფაქტობრივად ეულად, ზემიწევნით ეროვნულ და არა კორპორატიულ ევრო-ატლანტიკურ ინტერსებს ატარებს. დროა-თქო, პარლამენტარებმაც უფრო მეტი იქტიურონ და აშშ-ზე მოუხედავად, ივანიშვილ-ღარიბაშვილის ზეპირი გზავნილების კონცეპტუალიზირება მოახდინონ დოქტრინალურ დონეზე კონსტიტუციაში გაწერით.

 

-გასაგებია, ჯაჭვური რეაქციები წავა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებშიც; რომელნიც, შენი არ იყოს და, მართლაც რომ გადატენილია „მიშისტებით“. არადა, ფორმალურად არც არაფერს არღვევენ, რადგან შავით-თეთრზეა ჩაწერილი კონსტიტუციაში ის, რაც დღევანდელ საერთაშორისო სიტუაციაში უბრალოდ ანაქრონიზმია. პატური სიტუაციაა ლამის, თუ დარჩა ისე როგორც არის. ფაქტია ისიც, რომ ეს ძალზე ნეგატიურად აისახება სხვა სფეროებზეც, რაც ერთი-ორად გაზრდის აშშ-ს ლეგალურ ზეწოლას, შენივე კონსტიტუაციაში გაწერილ დოგმაზე დაყრდნობით, ასევე „მიშზმის“ რეინკარნაციის შანსებსაც. არადა რატომ, როდესაც წინსწრებით არის შესაძლებელი კონტროლირებადი გადაფორმატირების პროცესის ჩაშვება, არა? 

 

ლეგალური იქნება, თუ ხელუხლებელი დარჩა ეს ყბადაღებული ჩანაწერი, მაგრამ ნაკლებად ლეგიტიმური. ამიტომაც დიდი რეფორმის დაწყება გარდაუალი მეჩვენება მაინც, თუ რა თქმა უნდა სხვა ჩანაფირი არაა 2024 წლისთვის, მაგალითად „ხალხის ძალის“ დარად „ოცნებიდან“ სხვა ძლიერი ჯგუფების გამოყოფა და შემდეგ, ერთიან ანტიმიშისტურ გაერთიანებად გალაშქრება აშშ-ს საფარქვეშ არსებულ ძალებზე. პირადად მე ვუშვებ ასეთ სიახლეს და რეფორმასაც – მით უფრო, როდესაც გადაკეთება „ოცნების“ სულაც არაა ძნელი სინამდვილეში, თუ ნება იქნება ივანიშვილის. მერედა, როდესაც იცი, თუ როგორ და რა ინგრედიენტებით ან გზებითაა, ეს კონსტრუქცია თავის დროზე შექმნილი რა პრობლემაა რეფორმირება. ასეთ შემთხვევაში ხელთ იმის ინსტრუმეტებიც გაგაჩნია „by deafult“ (რედ.,„ნაგულისხმებია“, „по умолчанию“), რომ მწყობრში მოიყვანო დაუხვეწელი და 2012 წელს ნაჩქარევად შექმნილი სისტემა. ვგონებ, გასაგები მიზეზების გამო მეტი დეტალიზირებისგან საჯარო სივრცეში თავს შევიკავებდი, ამ ეტაპზე მაინც. დავსძენდიღა, – ერთადერთი რეალური შებრკოლებაა ამ გზაზე, ჩანერგილები. აი გოგაშვილის_ნაირი დივერსანტების არსებობა მაქვს მხედველობაში, ვინც ქვედა დონეებზე აქ, ასეთი ბექგრაუნდისა, უნარების და მსოფლაღქმის ხალხს პატრონობს.

 

 – ძაან უტიფარი და დაუნახავი უნდა იყოს კაცი, შენ რომ შეგედავოს და თქვას, რომ ეს ასე არ არის. ანუ, როგორც ვხვდები სთავაზობ ქართული ე.წ. „დიპ სთეითის“ ამოძირკვას იქამდე, სანამდე იმათმა მოახერხეს და ზიანი მიაყენეს საქართველოს მთავრობას?

 

კი ბატონო, და ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ წამოწყებულ იმ ქართულ საქმეს, რომელსაც ხელის არშეშლის შემთხვევაში ომის აცილება, ეკონომიკის აღორძინება რუსთან დათბობის ხარჯზე და აფხაზეთ-ცხინვალის დაბრუნება შეუძლია. ასევე, რომელსაც პარადოქსალურად ჩვენივე კონსტიტუციაზე დაყრდნობით ეწინააღმდეგება აშშ-ს ელჩიან დაწყებული, უკანასნელ კლერკიანა დამთავრებული და „ოცნების“ მანდატით მოსარგებლე მაქციები ადგილებზე. რომელნიც თავის მხრივ, „ოცნებას“ კოალიციური რეჟიმის დროიდან შემორჩა გაძევებული ალასანიასგან, „მემარჯვენეებისგან“, „რესპუბლიკელებისგან“, არასამთავრობო სექტორიდან and so on. ახლა კი სწორად მინდა გამიგოს მკითხველვა, თუ რატომაა რომ, იმდენად არ ვპედალირებ დეგრადირებულ „ნაცებზე“ და გროტესკად ქცეულ სააკაშვილზე, რამდენად მე-5 კოლონის პრობლემაზე თავად მმართველ ძალაში; დიდი რეფორმატორი სოლონი ამბობდა, – საბერძნეთში სამი კატეგორია არსებობს მოქალაქეების_ო. პირველნი, ისინია ვინც ჩემს გვერდითაა და რეფორმებში ყველანაირად მხარში მიდგანან. ესენი, საბერძნეთის ღირსეული შვილებია! მეორენი, ისინია ვინც წინააღმდეგია ჩემი რეფომების და მეომებიან_ო, და ესენიც საბერძნეთის ღირსეული შვილებია. მესამე კატეგორია ყველაზე საშიშია, აი ისინი ვინც საბარძნეთის უბედურებაზე ხელის მოთბობას ცდილობენ_ო და სულაც არ აინტერესებთ არც ჩემი რეფორმა, არც ისინი ვინც მეომება. ამიტომაც, ხან ჩემთან არიან, ხან მათთან_ო. აი ეს მესამე კატეგორია_ო, საბერძნეთის ნამდვილი მტრები. საით მიმყავს და, ის ტვინგამორეცხილი „ნაციონალების“ მრევლი არაა სინამვილეში იმდენად საშიში, როგორც ეს მაქციები-თქო. ვისთვისაც მთავარია რამე მატერიალური ხეირი ნახონ ივანიშვილის მმართველობისგან და სიტუაციის მიხედვით ხან „მიშისტებია“, ხან კი ტრადიციონალისტ-კონსერვატორები ან სხვა. სწორედ რომ ამ კონტიგენტმა მიაყენა ივანიშვილის რეიტინგს ისეთი ზიანი, რასაც ვერც ერთი „ნაცი“, ელჩი, თუ არასამთავრობო და ა.შ., შეძლებდა. შორს რომ აღარ ვიარო და რათა უკეთ მოხდეს ექსტრაპოლაცია, გავახსენებდი მკითხველს თუნდაც დუმბაძეს ფენომენს აჭარაში, და უამრავ ასეთ პატარ-პატარა დუმბაძეს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ასევე ალასანიას იმ დაჯგუფებასაც, რომლის მეშვეობით შემდგომში დუმბაძის სამეგობროს გადაფარვა მოხერხდა და რომელნიც „ნაცებთან“ კოოპერაციის თვალსაზრისით იმდენად ორგანულად იყვნენ შეკრულნი, რომ გაოგნებული ბათუმელები ოდიოზურ და კორუმპირებულ ასლანისტებსაც კი ამათ შემხედვარე, როგორც შვებას უყურებდნენ. მას მერე სამწუხაროდ, არსებითად საკადრო პოლიტიკაში დიდი არაფერი შეცვლილა. აი, თუნდაც კიდევ ერთი ბანალური მაგალითი; პოლიტიკურად, როგორი გაუნათლებელი უნდა იყო „ოცნების“ მანდატით მოსული საშუალო დონის სახ. მოხელე, რომ იმის შემხედვარე რაც დღეის მდგომარეობით ხდება, ნეტარყუჩობდე „უსაიდის“ ღონისძიებებზე, უკრაინის დროშებს აფრიალებდე სოციალურ ქსელში და ე.წ. „გენდერულ“, აშშ-ს დემპარტიის ამ წმიდა წყლის ტრენდს ამკვიდრებდე ქვემდებარე დაწესებულებებში და ა.შ. უამრავი ასეთი მარკერი, რაც სრულ დისონანსში მოდის ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემთან, თვალშისაცემია და არა მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველს აბნევს, არამედ იმ ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომლებმაც ნათლად დაინახეს საქართველოს მთავრობის ახალი კურსის აღების ნიშნები და ელოდებიან საგარეო მიმართულების დალაგებასთან ერთად, შიდა სამზარელოს გადაფორმატირებასაც. ხოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სწორედ რომ ეს დისონანსი ქვედა და ზედა ეშელონებს შორის აფერხებს ყველაზე მეტად ქვეყნის განვითარებას; ნონსენსია – როცა ახალი კურსია, იდეოლოგია, გარემოებები და ამ დროს, მმართველი პარტიაც კი სავსეა ასეთი მიმიკრირებული „მიშისტებით“, არათუ სახ. დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტელევიზიები. ხალხით, ვისთვისაც მაგალითად, აშშ-ს ელჩისგან წამოსული სიტყვა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა, ნუღარ გვიკვირს რომ მთალდ ისე არაა საქმე, როგორც ეს უმაღლეს ეშელონებში წარმოუდგენიათ და თუნდაც ელიან უკუკავშირის სახით ქვემდებარებისგან. სწორედ რომ ამ კონტიგენტზეა ყველაზე მეტად განკუთვნილი ეს ე.წ., „ორმაგი გზავნილები“ – ხალხზე, ვინც არსით „მიშისტია“ და ფორმალურად „ოცნება“. სწორედ რომ ესენი არიან მოწადინებული იმისთვის, რომ არ მიეცეს „ოცნების“ ლიდერშიპს ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ახალი ხედვების, კონცეპტუალიზაციის საშუალება ისეთი ხარისხით, რომ დოქტრინის დონეზე მოხდეს ამ ახალი კურსის გაფორმება. რაც ვიმეორებ, აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ შემდგოგში ის კონსტიტუციაში აისახოს. რდგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ემბრიონალურ მდგომარეობაში დარჩება და მეტიც, აბორტს დაემქვემდებარება. რის მერეც, მთელი ეს ჯარი დღეს რომ თანამდებობების და ხელფასის გამო მალავს ნამდვილ მსოფლმხედველობას, მყისვე თავის ნამვილ ბუნებას გამოაჩენს და „ლატენტურისგან“, ღია „მიშისტად“ გარდაიქმნება. ისინი არიან დღეს მიზანი-მეთქი ოფიციალური ვაშინგტონის, რადგან „ნაცები“ იმდენად დემორალიზირებულნი და დაქაქსულნი არიან, რომ წარმოუდგენელია მათზე რაიმე სერიოზული ფსონის დადება დღეის მდგომარებით. კონკრეტულად, შენს მიერ პირველ კითხვაში ხსენებულ ავღანეთს რაც შეეხება და ე.წ. „გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილს“, უნდა აღინიშნოს რომ, ჩვენთვის ეს მტკივნეული თემაა; მაგ უაზრო კამპანიას ხომ, ათეულობით რჩეული ქართველი ჯარისკაცი შეეწირა და დასახიჩრდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სხვა დანიშნულებასთან ერთად, მაგ განცხადებას ასევე ტკივილგამაყუჩებელი, ასე ვთქვათ მასობრივი ანალგეტიკის ფუნქცია აქვს, რადგან დღეის გადასახედიდან მაინც, ყველას კარგად გვესმის; ლოზუნგებს მიღმა, ის ომი ჩვეულებრივი იმპერიალისტური ავანტიურა იყო, საიდან გაძევებულ იქნა კიდეც სამარცხვინოდ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. რამაც თავის მხრივ, არნახულად დასცა აშშ-ს პრესტიჟი. ფაქტობრივად „მწყემსებთან“ ბრძოლის შედეგად მოხდა ეს მარცხი და თუ პარალელს საბჭოურ კამპანიასთან გავავლებთ, მაშინ ისიც უნდა გავიხსენოთ, თუ რა ფორმით გამოვიდა იქიდან საბჭოეთი, და რა ფორმით შტატები. მერედა, მაშინ „მოჯახედების“ უკან მთელი დასავლური სამყარო იდგა, დღეს კი, მაშინდელი დოზივით არავინ და არც ულტრათანამედროვე იარაღი გააჩნდათ, რომ ტექნოლოგიურ უპირატესობას დაბრალდეს წაგება.  ერთი-ორად ვითარებას ისიც ართულებს რომ, ასეთივე სამარცხვინო მარცხით დამთავრდა შტატების სხვა კამპანიებიც ახლო აღმოსავლეთში. იმოქმედა რა ყველგან, როგორც სპილომ ჭურჭლეულის მაღაზიაში და დემოკრატიების იმპორტის ნაცვლად, კრაზანების ბუდე ააფორიაქა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება კარასინის განცხადებას, რომ  „ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში“, არ დავეთანხმებოდი მას. რადგან ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც სანქციებია აშშ-ს საყვარელი მეთოდია ოდითგანვე; ჯერ კიდევ ვუდრო ვილსონმა დაწერა 1910 წელს რომ, „ქვეყანას, რომლის წინააღმდეგ შემოღებულია ბოიკოტი, სხვა გამოსავალი არ რჩება გარდა დანებებისა. ამ მშვიდობიანი წამლის წყალობით ჩვენ აღარ გვჭირდება შეიარაღებული ძალების გამოყენება“. ბარემ იმასაც ვიტყვი რომ, ის იდეალისტი იყო და სხვა რამეებშიც გამოირჩეოდა მიამიტობით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ არაფრის მომცემ ტაქტიკას, თეორიული ნიადაგი მოახერხა და მაინც შეუქმნა. მასე მერე, ლამის ყველა ამერიკული მთავრობა ასე ფიქრობს და მოქმედებს. მაგრამ ფაქტია რომ, სანქციები უბრალოდ არ მუშაობს ისე, როგორი გათვლაც სდევს თან მათ. პირიქით ხდება, დასჯის ეს მოუქნელი ინსტრუმენტი სანქცირებული ქვეყნების და პირების მობილიზაციას იწვევს. ამერიკისადმი მტრულად განწყობილ ალიანსებში გაერთიანებასაც. რაც საბოლოო ჯამში არა მხოლოდ სანქციების ზემოქმედებას ნიველირებას ახდენს, არამედ ერთი-ორად ზრდის ქვეყნების პოტენციალსაც. უახლესი ისტორიაა, იმის უტყუარი დასტური, რომ ვერც ერთ ქვეყანაში ამ სანქციებმა ვერ გამოიწვია მთავრობების ცვლა, და მხოლოდღა შტატების ევროპელი მოკავშირეების გაღაბირება ხდებოდა ამის გამო. რაც თავის მხრივ, უკვე ევროპის ლოკომოტივებში, გერმანია-საფრანგეთში იწვევს უკმაყოფილებას, გაუცხოებას შტატებისგან და სხვა, ევროატლანტიკური სივრცისთვსის არასახარბიელო პროცესებს უდებს დასაბამს.

 

-არც მთლად მასე უნდა იყოს საქმე; შეგახსენებ რომ, როდესაც აშშ-ს ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს 2019 წელს ჰკითხეს, თუ რას აპირებენ თურქეთის წინააღმდეგ რომელსაც ბრალი ედებოდა ამერიკელი მოკავშირეების, ქურთების განადგურება სირიაში, მან მოიგო  – „ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ თურქული ეკონომიკა“. და განა არ შეუძლიათ იგივე გაიმერონ ჩვენს წინააღმდეგ, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ურჩობას და ელჩის დირექტივების წაყრუებასაც?

 

ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დიდი ხანია, რაც ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს შეერთებული შტატების მხრიდან და არც იმ მომენტის უნდა გვეშინოდეს, როდესაც ეს ლატენტურ-ვერაგული სტადია ცხელში გადაიზრდება. რაც გარდაუვალი და დროის ამბავია უბრალოდ, რადგან ფორმალურ მხარეს რომ დავანებოთ, არსებითად არაა თანხვედრაში ჩვენი და მათი სტრატეგიული ინტერსები ერთმანეთთან. ასევე, არც 90-იანებია კარზე და იმდენად სხვა სამყაროში ვცხოვრობთ რომ წარმოიდგინე და ფუკუიამაც კი, 90-იანების სიმბოლო, ძმების ბერძენიშვილების და მთელი ამ სოროსისეული ლეგიონის ხატი, ავტორი „ისტორიის დასასრულისა“, შარშან აქვეყნებს წიგნს „ლიბერალიზმი და მისი მტრები“, რომელშიც მთავარ მტრად ნეოლიბერალიზმს, ანუ ოფიციალური ვაშინგტონის დოქტრინას ასახელებს. ხომ ხვდები, ოდესღაც ამ მემარცხენე ლიბერალი გურუს ფერისცვალობით, თუ როგორაა შეცვლილი მსოფლიო იმის მერე, რაც ჩვენთან ეს პირდაპირ ვთქვათ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის დარი იდეოლოგია გავრცელდა. ხოდა, ჩვენაც უნდა ავყვეთ მსოფლიოს პროგრესული წრეების მიერ წამოწყებული ტრანსფორმაციებს და მე აქ ტრამპი, ორბანი, მათი სულისკვეთების მსგავსი ლიდერები მყავს მხედველობაში და არა ისინი, ვინც მთელი ეს პოსტსაბჭოური დეკადები ითვლებოდა „პრორესისტებად“. უნდა  დავასრულოთ ფანტომებთან ეს 30-იან წლიანი ბრძოლა, რომ საქართველოს რეალურ მტრებს მივხედოთ ბოლო-ბოლო. არადა ვუყუროთ გამრუდებულ პრიზმაში რეალობას, ვუსმინოთ „მიშისტების“ ჭაჭყანს, თვალი დავხუჭოთ მე-5 კოლონის დივერსიებზე და ველოდოთ როდის შეგვჭამენ ისევე, როგორც 1921_ში, როდესაც იმჟამინდელი მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო, არასწორი ბანაკი ავირჩიეთ მოკავშირეების თვალსაზრისით.

 

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე