გიგა ლემონჯავა პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

მოძრაობა “დროას” ერთერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მანამდე ადგილი ჰქონდა მანდატურის სამსახურთან შეხლა შემოხლას. ცოტა ხნის წინ, ფიზიკური დაპირისპირება იყო ოპოზიციასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური დაპირისპირების გამო ამ დრომდე ვერ იხსნება.