საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის მიერ პატიმარი ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე უარის თქმას გამოეხმაურა.
„ექიმებიც ადამიანები არიან, რომლებიც ვერ იტანენ შეურაცხყოფას. დღეს მას [სააკაშვილს] გააჩნია რესურსი, შეურაცხყოფა მიაყენოს ერთ ექიმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმი მყარად არ უნდა იდგეს თავის პოზიციაზე. ვერ გაუძლო ადამიანმა, უარს აცხადებს მკურნალობაზე. გამოჩდება სხვა – არანაკლებ პროფესიონალი ექიმი, რომელიც იგივე კურსს გააგრძელებს. ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს“, – აცხადებს დეპუტატი.
ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე. დავარაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილმა მას სუსის აგენტი უწოდა.