საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ საღამოდან მეტყველების უნარი წაერთვა და მხოლოდ დღეს დილით გამთენიისას დაუბრუნდა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ადამიანს კრიზისი ჰქონდა, გუშინ საღამოდან დაიწყო, მეტყველება საერთოდ წაერთვა, რომ თენდებოდა მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა. აი, ეს არის მისი მდგომარეობა. ე.ი. მე არ ვიცი! საერთოდ საჭმლის დანახვა არ უნდა, ყველაფერი უკანკალებს და ადამიანი ცუდად არის. ვერ მეტყველებს, აი, მთელი ნახევარი დღე, გამთენიისას მეტყველება დაუბრუნდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.