გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებს ექიმებს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალის და პატიმარ სააკაშვილის ინტერესები არის სხვადასხვა. ასე გამოეხმაურა ის სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის უარის თქმას პატიმარი ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე.

„როდესაც სააკაშვილს ექიმები ეუბნებიან, ეს წამალი და საკვები მიიღე, ეს გადასხმა გაიკეთე, რომ გამოჯანმრთელდე, სააკაშვილი ამაზე უარს ამბობს და შეურაცხყოფას აყენებს ექიმებს. ეს ხომ დადასტურებული ფაქტია – რატომ? იმიტომ რომ სპეციალურად მიიღოს ნაკლები კალორაჟის საკვები და იყოს სპეკულაციები, თითქოს ვერ გადაადგილდება “, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე. დავარაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილმა მას სუსის აგენტი უწოდა.