საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ ტრაგედიის შემდეგ პოსტზე დარჩენა შეუძლებელია.
ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს საღამოს შეეჯახა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია. შემთხვევის შედეგად ათობით მგზავრი დაშავდა.