საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის ხვალ პროკურატურაში და მარეგულირებელში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები მოითხოვენ მას ექიმის ლიცენზია ჩამოერთვას ან საქმიანობა საერთოდ აეკრძალოს.
,,მე რომ ჩავერთე საქმეში, პირველივე დღეს ვურჩიე, თამარ დავარაშვილი დაშვებული არ ყოფილიყო. მისი არაკომპეტენტურობის, გაუნათლებლობის და იმის გამო, რომ სპეცსამსახურებს ემსახურება, ის მათ ინტერესებს ატარებს და არა პაციენტის ინტერესებს, ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს. ჩემს მიერ მასთან დაკავშირებით ხვალ პროკურატურაში განცხადება შევა და ასევე, მარეგულირებელში, რომ ლიცენზია ჩამოერთვას და საერთოდ ექიმობა აეკრძალოს.
ადვოკატებთან კონფლიქტში შემოდიოდა და პატიმარზე ბულინგს ახდენდა, ამას ჩვენ საჩივარში აღვნიშნავთ. ფაქტი იყო ბულინგის, როდესაც დაემუქრა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინც იმედს იტოვებდა, რომ როდესაც საკითხი დადგებოდა, ეს ქალბატონი კეთილსინდისიერებას გამოიჩენდა. ქეთი ღვინიაშვილი გახლავთ, პიროვნება, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოცხადდა და ჩვენება მისცა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და თავის თავს ვერ უვლის. აი, ამ ჩვენების გამო ქეთი ღვინიაშვილი დასაჯეს და მიხეილ სააკაშვილთან აღარ უშვებენ”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.