კახა კალაძე: განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი

პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კალაძემ ჟურნალისტებს გუშინდელი საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა, რომ ოპოზიციური სპექტრი დღეს განულებულია და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათივე ქმედებებითა არის გამოწვეული.

„იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ – არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს. არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.