ერთი შეკითხვა ნაცებს, ერთიც – ქოცებს: რუსეთსა და ელიკო ალისაშვილზე

კარგი სანახაობა შემოგვთავაზეს 10 წლის მანძილზე დასავლეთის მიერ ნათრევმა “მმართველმა პარტიამ” (ახლა რომ ანტიდასავლურს თამაშობს) და მასზე გამობმულმა არანორმალურებისგან შემდგარმა ოპოზიციამ – ხელისუფლებასავით, დასავლეთის უკანალში შემძვრალმა. საპარლამენტო შოუ, მართალია, “გავრილოვის ღამის” დონის დაძაბული და სანახაობრივი არ იყო, მაგრამ რაღაცით მაინც ჰგავდა მას, ადრენალინის გამომუშავებასაც იწვევდა ალაგ-ალაგ.

როგორც ყოველთვის, “საამო არის საცქერლად”, ნაცების მოდერნიზებული “მდედრიონი”; ეფექტური  სიახლე იყო შავ კოსტუმებში გამოწყობილი შუა ხნის, მდუმარე, “შკაფი” მამაკაცების ხილვა, კვადრატული მელოტი თავებით. მათ მედგრად დაიცვეს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შესასვლელი მომხდურებისგან, სადაც ბუზიც კი ვერ შეფრინდა, არათუ ნიანგისებრი ევროპეიდი ვაშაძე შეიჭრა.

ასე გააგრძელეთ, მეგობრებო და არამეგობრებო. ვიღას ახსოვს დავით გარეჯის პრობლემა, ყბადაღებული “ტერიტორიული მთლიანობის” საკითხი, რომლის გამოც რუსეთს ვებუტებით, არ ვესაუბრებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ხომ, ზედმეტია საუბარი… ვიღას ახსოვს პროდუქტებზე უსაშველოდ გაზრდილი ფასები და კიდევ უამრავი სხვა, არსებითი ხასიათის პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება.

ყოველივე ამას არაფერი უშავს. მთავარია, რომ ჩვენ, თეატრალური ბუნების ქართველები, შოუებს არ ვართ მოკლებულნი და ტრიბუნაც მუდამ გვაქვს, “სოცქსელების” სახით, რათა ჩვენს არტისტიზმს გასაქანი მივცეთ და თავი მოვაწონოთ ერთმანეთს.

მაშ ასე, დავიწყებ ნაცებით, შეკითხვა ეხება რუსეთს – იმ რუსეთს, რომელიც მათ “მომაკვდავად” გამოაცხადეს და ყოველდღე გვიკიჟინებენ, რომ რუსეთი უყრაინაში დასამარცხებლად და, შემდეგ, დასანგრევად არის განწირული.

რატომ შიშობთ, რომ “ქოცნება” რუსეთში “შეგვათრევს”, თუკი რუსეთი თავად არის მარცხისათვის და დაშლისთვის განწირული?! რუსეთი რომ დამარცხდეს, იგი ან მართლა უნდა დაიშალოს ან დასავლეთის სრულად მორჩილი უნდა გახდეს და ამ მიზეზით, საქართველოს რუსულ ორბიტაზე ყოფნა ისედაც შეუძლებელი გახდება. მაშ, რატომ ხმაურობთ ასე? თუ, იქნებ, თავად არ გჯერათ იმის, რომ რუსეთი დამარცხდება? თუ ეს ასეა, არც ისეთი იდიოტები ყოფილხართ, როგორებიც მეგონეთ.

ახლა შეკითხვა ქოცებს, უფრო სწორად, სამი შეკითხვა:

1 ) როდესაც საკუთარ რიგებში არაერთი “არასამთავრობოს” მიერ გამოზრდილი კადრი გყავთ და ეს კადრები სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნეთ – მათი წარსული მათი “გავლენის აგენტობის” თეორიულ შესაძლებლობას განა არ იძლევა?

2 ) ან, ამ ვენეციის კომისიას რას გადაეკიდეთ? რატომ აგზავნით ამ თქვენს ნაცოდვილარ კანონპროექტებს რაღაც მესამეხარისხოვან კანტორაში, თუკი თქვენ მართლა იმას ცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გააძლიეროთ და უცხოეთის ჩარევები საქართველოს საშინაო საქმეებში შესუსტოთ? თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაი… ჩაი დალიეთ?!

3 ) დაბოლოს, ელიკო ალისაშვილზე რას იტყვით? იქნებ, დაგვავიწყდა, რომ ეს ქლესა, რომელმაც ჩვეული ისტერიკა გაითამაშა თქვენს წინაშე, ხმა ააკანკალა და ლამის ცრემლები გადმოღვარა – ევროპულ მომავალს გვიკეტავთო, ამერიკელების პირდაპირი აგენტია და იგი ამერიკელების დავალებით თქვენ შეათრიეთ პარლამენტში?! თუ “აირაი”-მ რომ ფულები მისცა, თბილისსა და რეგიონებში ამ სააკაშვილის რეჟიმის დამსმენს, ოფისები გაუხსნა და საარჩევნო კამპანია დაუფინანსა – ეს არ არის გავლენის აგენტობა?! ელიკო ალისაშვილი უფრო აგენტია თუ ცხოველთა დაცვის რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია? საერთოდ როგორ ენდობით ამ კახპას, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმს პირდაპირ ტელეეთერში გაუწია დახმარება და მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებს საციხე პროვოკაცია მოუწყო?!

 

გულბაათ რცხილაძე