აგენტების ამერიკული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ჯერ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმაც.
ორგანიზატორებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გაუჟღერებიათ, თუმცა თქვეს, რომ აქციები პერმანენტული უნდა იყოს.