უყრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უყრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოებაა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკისა და ზალუჟნის ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმის შესახებ, როგორ უნდა მოქცეულიყო ჯარი ბახმუტთან.
„ბილდის“ ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, ტაქტიკური მიზეზების გამო, ვალერი ზალუჟნიმ რეკომენდაცია გაუწია ბახმუტიდან უკანდახევას. როგორც გამოცემა წერს, უყრაინის პრეზიდენტი ბახმუტიდან უკანდახევის იდეას არ იზიარებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უყრაინას ბახმუტიდან გამოსვლა და სამხრეთით კონტრშეტევის განხორციელება ურჩიეს.