დიტო სამხარაძე: ამათ რომ შეხედავ, თავმოყვარე კაცი, არჩევნებზე ხმას მისცემ კი არა, მისალმებაც უნდა მოგერიდოს! ფსკერი

რას გვანან, რა დღეში ჩაიგდეს თავები! ამათ რომ შეხედავ, თავმოყვარე კაცი, არჩევნებზე ხმას მისცემ კი არა, მისალმებაც უნდა მოგერიდოს! ფსკერი – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი  დიტო სამხარაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირიპირებას, რომელიც ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის პერმანენტულად მიმდინარეობს.

“რას გვანან, რა დღეში ჩაიგდეს თავები! ამათ რომ შეხედავ, თავმოყვარე კაცი, არჩევნებზე ხმას მისცემ კი არა, მისალმებაც უნდა მოგერიდოს! ფსკერი. მე ის მაბრაზებს, რომ დამქირავებელი, რომელიც ამათ ფულს უხდის საპატრიარქოს და ქვეყნის გინებისთვის, რა დაბალი წარმოდგენისაა ქართულ საზოგადოებაზე. როგორ უშვებს, რომ ქართველი ხალხი, ასეთ ანტიქართულ ოპოზიციას ქვეყნის მმართვის მანდატს მიანიჭებს! არ მივაჩნივართ არაფრად. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, აბა გამაგებინეთ, ასეთებს ფული რატომ უნდა გადაუხადო? პრინციპში სხვანაირი და ნორმალური ქართველი არ დათანხმდება ქვეყნის დაღუპვის ნაცვლად ფულის აღებაზე, საპატრიარქოს გინებაზე, ქვეყნის ომში ჩართვაზე. მხოლოდ ეგეთი უსამშობლო ნაძირლები თუ იკადრებენ, იციან და ფულსაც ამაში უხდიან!” – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა  დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.