გივი მიქანაძე აქციაზე – რიგი ახალგაზრდები გარკვეული გავლენების სფეროში არიან მოყოლილი

როცა გარკვეული გავლენების სფეროში არიან რიგი ახალგაზრდები მოყოლილი, სამწუხაროა – სავარაუდოდ არასწორი ინფორმაციის საკითხია ან პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი არიან, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას, სადაც აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებდნენ.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში დანერგონ არასწორი ინფორმაცია.

“ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის აზრს, მაგრამ როცა ვხედავთ, რონ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება და ვხედავთ, რომ გარკვეული გავლენების სფეროში არიან რიგი ახალგაზრდები მოყოლილი, სამწუხაროა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ავხსნათ ეს კანონი. სავარაუდოდ არასწორი ინფორმაციის საკითხია, ან ისინი პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი არიან.

პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი არის, მაგრამ ნაწილი შეიძლება იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც არასწორად მიწოდებული ინფორმაცია აქვს და ამის ზეგავლენის ქვეშ არიან”, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, გაწელოს პროცესი და საუბრობენ “თითქოსდა ჩაშლილ ბიუროზე.”