საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია.
ელჩის თქმით, კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ღირებულებისთვის შეუსაბამოა.
„როგორც საქართველოს მეგობრები, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იმავე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი, – განაცხადა ფიშერმა.