„უოლ სთრით ჯორნალი“ – ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზეწოლა მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დროს ზეწოლა მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უყრაინაში უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბაიდენის მოქმედებამ ოფიციალურ პირებს ეჭვები გაუჩინა იმის თაობაზე, მიაჩნია თუ არა ვაშინგტონს რუსეთის დამარცხება რეალურ მიზნად.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი, შესაძლოა, დიპლომატიაზე გადავიდეს მას შემდეგ, რაც უკრაინა ამ გაზაფხულზე და ზაფხულში კონტრშეტევის შედეგად წარმატებას მიაღწევს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, უყრაინის აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს შორის არის სიფრთხილე, რომ დასავლეთის მთავარი დედაქალაქების კოორდინირებული ქმედებები უყრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ წაიყვანს.