ხათუნა სამნიძე ლევან იოსელიანზე: მე მაქვს იმედი, რომ ის შეძლებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი იყოს

მე მაქვს იმედი, რომ ის შეძლებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი იყოს. ჩემთვის კომპრომისია, რომ ის არის პოლიტიკური ფიგურა და ამაზე თვალი უნდა დავხუჭო, მაგრამ ამას ვაკეთებ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე განაცხადა.

„კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ, ეს აუცილებელია და კონსენსუსისთვის ვფიქრობ, რომ ეს კომპრომისი შესაძლებელია“, – განაცხადა სამნიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.