კიდევ ერთი რამ, რასაც ქართველი ვაი-ექსპერტები რუსეთის შესახებ გვიმალავენ …

გაგანია სსრკ დროს საბჭოთა საქართველოში გუგუნებდა წარმოება, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქციის დარგში. გვქონდა ტელევიზორი “ივერია”.  ამჟამად ოჯახში გადავწყვიტეთ, წლეულს ტელევიზორი შევიძინოთ განვადებით და მე დამევალა მოდელის შერჩევა.  დეტალურად შევისწავლე აღნიშნული ტექნიკის რუსული ბაზარი და ჰოი, საოცრებავ!..

გემახსოვრებათ ადრე, მადლიერი ქართველის ოჯახში თუ ნახავდით გერმანული ბრენდის ტელევიზორს Blaupunkt-ს, მასპინძელი ამაყად გვეტყოდა – “პრივაზნოია, ძამიკო, გერმანიიდან ჩამოიტანეს”. ან ფილიპსი ჰოლანდიიდან … გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ იმ პერიოდის ტექნიკის ცნობილ ბრენდებს დღეს რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი უშვებენ…

მაგალითისთვის ავიღოთ ჰოლანდიური Philips – რუსეთში გამოდის ! ! ! გავიკითხე კომპანიებში და მითხრეს, რომ გერმანული ბრენდი Blaupunkt ბელარუსში იწყობა … გავაგრძელო ? კი ბატონო – იგივე ეხება გერმანულ ნაცნობ ბრენდსაც Telefunken – მის პროდუქციას რუსეთის ფედერაცია აწყობს …

ბელარუსში კი, დაიმახსოვრეთ – იწყობა Hyundai-სა და ცნობილი იაპონური ბრენდის Sharp-ის ტექნიკა, მათ შორის, ტელევიზორებიც!

ფეხბურთი ყველას გვიყვარს და ჰა – ცნობილი ჩინური ბრენდის უეფას სპონსორის Hisense-ს ტელევიზორებიც რუსეთში იწყობა … ვაგრძელებ …

სამხრეთკორეული ბრენდი Daewoo-ელექტრონიქსი გვემახსოვრება 90-იანი წლებიდან … ეს ბრენდი SAMSUNG და LG-სთან ერთად რუსეთში იწარმოება … არ მინდა რომელიმე ცნობილი ბრენდი გამომრჩეს და ამ მხრივ არც იაპონური Toshiba გახლავთ გამონაკლისი – ისიც რუსეთში იწყობა ! ტექნოლოგიები კი უახლესი, რომელიც კი არსებობს: Smart TV, 4K, DirectLed, OLED, QLED, NANOCELL და ეს ყოველივე წამყვან მატრიცებზე, დაწყებული IPS -დან …

თითო ბრენდის დანერგვას და გამოშვებას სადღაც 2 000 მუშახელი ემსახურება და თავადვე დათვალეთ რამდენი ადამიანია მხოლოდ ამ ბრენდებით რუსეთში და ბელარუსში დასაქმებული … არაფერს ვამბობ ადგილობრივი წარმოების ელექტროტექნიკის შესახებ, რომელიც რუსეთში და ბელარუსში იმაზე მეტია, რასაც კი ოდნავ ჩვენი მოექსპერტო რონდელის საზოგადოებაც ვერც ვერასოდეს წარმოიდგენს…

წარმოიდგინეთ, პატარა საქართველოსთვის ამდაგვარის დანერგვა რა შვება იქნებოდა, თუმცა რასაც ვხედავ, ერთ დასკვნას გამოვიტან – ან ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა, ან ვიღაც მავანს დასავლეთში არ სურს, რომ გავხდეთ ის !

ამიტომაც, ძვირფასო საზოგადოებავ, არაფერი გვეშველება, სანამ საქართველოში ასეთი წარმოებები არ აგუგუნდება. ხოლო მანამდე, სანამ საქართველოში სამუშაო ადგილები შეიქმნება, ნაკლები უსმინეთ ვაიექსპერტებს – ზურაბ ბატიაშვილს და ბუკა პეტრიაშვილს …

ბექა კვიციანი,

ჟურნალისტი გმირ ქალაქ სტალინგრადიდან
მასალაში გამოყენებულია ცნობილი რუსული ქსელური ბრენდების: ДНС, Эльдорадо და Ситилинк-ში გაყიდვადი პროდუქციის ტექნიკური და ზოგადი მახასიათებლები.