ლევან იოსელიანი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან იოსელიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ აირჩიეს სახალხო დამცველად, ტრიბუნიდან კოლეგებს მიმართა.

„კოლეგებო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში. ამ ძალაან რთულ მომნტში ჩვენი ქვეყნისთვის, დამეკისრა დიდი პასუხისმგებლობა და ამას ვაცნობიერებ მინდა ამისთვის, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ სმიმართ, მადლობა გადაგიხადოთ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე, უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და რაც გინდათ დაარქვით. მიუხედავად ამისა, უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში“, – განაცხადა იოსელიანმა.