ლევან იოსელიანს პარლამენტში „მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომერი, ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის

ლევან იოსელიანს პარლამენტში „მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომერი, ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის.

რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთანავე ლევან იოსელიანი ტოვებს პარტიულ და საპარლამენტო თანამდებობებს.

შესაბამისად, ვაკანტური ხდება პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაც, რომელსაც, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში მყოფი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს.

პარლამენტმა დღეს სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.