მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროპულ არჩევანს – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციითაა გამყარებული.

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობას და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ამ არჩევანის, ღირებულებების ერთგული იქნება.

საქართველოს ევროპული მისწრაფება გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც იყო და არის მრავალფეროვანი, რაც ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული. დაე სულ მალე გვეცხოვროს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ამინ!“ – წერია განცხადებაში.