„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტის დარბაზში იმყოფებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტის დარბაზში იმყოფებიან.

სხდომათა დარბაზში იმყოფება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

მანამდე ბოიკოტი შეწყვიტეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, ასევე ხატია დეკანოიძემ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ასევე თაკო ჩარკვიანმა.