სერგეი შოიგუ – ბახმუტის დაკავება რუსეთის ძალებს საშუალებას მისცემს, შემდგომი შეტევითი ოპერაციები განახორციელონ

აღმოსავლეთ უყრაინაში ქალაქ ბახმუტის დაკავება რუსეთის ძალებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ შემდგომი შეტევითი ოპერაციები, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბახმუტი მნიშვნელოვანი კერაა დონბასში, უყრაინის ჯარების დასაცავად და მისი აღება რუსეთს უყრაინის თავდაცვითი ხაზების სიღრმეში შემდგომი შეტევითი მოქმედებების განხორციელების საშუალებას მისცემს.

„დასავლეთის ქვეყნები აძლიერებენ უკრაინისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას. ისინი აფართოებენ უკრაინის არმიის პერსონალის მომზადების პროგრამებს. თუმცა, ნატო-ს მხრიდან კიევის რეჟიმის მხარდაჭერა არ ნიშნავს უკრაინის წარმატებას ბრძოლის ველზე. პირიქით, ჩვენ ვამჩნევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების ზრდას“, – აღნიშნა სერგეი შოიგუმ.