შალვა პაპუაშვილი ანა წითლიძეს: თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი, ჩააბარეთ მანდატურს ან გადაჯექით იქით ნაპირზე (ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს მიმართა.

“თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი, ეჭვია რომ რაღაცას აპირებთ. ჩააბარეთ მანდატურს ან გადაჯექით აქეთ ნაპირზე. ჩააბარეთ მანდატურს და გასვლისას დაგიბრუნებენ. გთხოვთ რომ ჩააბაროთ, სამწუხაროდ გვაქვს ცუდი გამოცდილება. გთხოვთ რომ ჩააბაროთ” – მიმართა შალვა პაპუაშვილმა.