ალექსეი არესტოვიჩი პარლამენტთან გამართულ აქციაზე: ყოველ უკანონობას აქვს თავისი ზღვარი.

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. ყოველ უკანონობას აქვს თავისი ზღვარი, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს, რითაც თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმაურება.

„ქართველი ხალხის გამარჯვება გახდება მორიგი მარცხი რუსეთისთვის, რომელიც მართული კორუმპირებული ელიტების საშუალებით ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის გაკონტროლებას. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ერები წაართმევენ კრემლს ამ შესაძლებლობას თავიანთი უძლეველობით, მტკიცე სურვილით, დაიცვან საკუთარი ნება და განახორციელონ ის. საქართველო იქნება თავისუფალი. ასევე იმედი მაქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, რომელიც ჩემთვის გახდა საქართველოში რუსეთის გავლენის დღევანდელი წინააღმდეგობის სიმბოლო“, – წერს არესტოვიჩი.