გივი მიქანაძე: საზოგადოებას ეცოდინება, რას აკეთებს ორგანიზაცია, რა თანხებით ფინანსდება და ვინ არის ამის წყარო

აქ საუბარი არის გამჭვირვალეობაზე, ვინ არიან ორგანიზაციები, ვინც ამათ აფინანსებენ. საზოგადოებას ეს კითხვის ნიშნები აქვს. ძალიან ბევრია ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ყველას თავისუფლად ექნება შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს ანგარიში და საზოგადოებას ეცოდინება, რას აკეთებს ეს ორგანიზაცია, რა თანხებით ფინანსდება და ვინ არის ამის წყარო. რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ახლო წარსულში, რომ რიგი ორგანიზაციები, რომლებიც გარე ძალებისგან ფინანსდება და ეს ინფორმაცია საჯარო არ არის მოქმედებენ ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების დესტრუქციული მიზნებით და ეს არაერთხელ დაფიქსირდა. ჩვენ ვნახეთ რა სიტუაცია იყო შექმნილი მაგალითად ნამხვანჰესთან დაკავშირებით, იცით ამ პროექტს რა ბედი ეწია და არავისთვის არ არის ცნობილი ის ორგანიზაციები, ის ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ ვისგან ფინანსდებოდა და სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები დაუდგა ამ პროექტიდან გამომდინარე, რომელიც ვერ შედგა. ამ საკითხზე მასიური პროტესტი მიმდინარეობდა და უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ის ორგანიზაციები, ვინც მსგავს ორგანიზაციას აფინანსებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.