ბორელი დააშოშმინეთ, გთხოვთ! კვლავ თავისი ჭკუის დარიგებებით ეჩრება, ამჯერად საქართველოს მოქალაქეებზე ახდენს ზეწოლას. ეს უკვე სცილდება წესიერების საზღვრებს! – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ე.წ უცხოური აგენტის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენა უწოდა.
როგორც ბორლმა აღნიშნა, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.
„მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს”, – აღნიშნა ბორელმა.