კახა კალაძე: ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთა

ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთე, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს და შემდეგ მოღალატეობრივი რეზოლუციით ომის დაწყება თავის თავზე აიღეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„ეს დანაშაული საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ჩვენთვის არავის გაებედა და ეკადრებინა, არაფერს ვამბობ ადამიანების წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, მედიის მიტაცებასა და სხვა დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.