“მე ამ კანონს დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა.. თქვენს გვერდით ვარ, ჩვენს ქვეყანას ევროპაში გავიყვანთ” – პრეზიდენტის მიმართვა (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ე­რო-ში და­გეგ­მილ ყვე­ლა შეხ­ვედ­რა გა­ა­უქ­მა და სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.


რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის პარ­ლა­მენ­ტის მიერ პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბულ კა­ნონს ვე­ტოს და­ა­დებს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, პი­რო­ბას დებს, რომ ქვე­ყა­ნას “ევ­რო­პა­ში გა­იყ­ვანს”.

“მოგ­მარ­თავთ თქვენ, ვინც ამ სა­ღა­მოს დგა­ხართ რუს­თა­ველ­ზე, რო­გორც არა­ერ­თხელ ვი­დე­ქი მე. მე აქ ვდგა­ვარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა. ეს არის ის სიმ­ბო­ლო, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო მუ­დამ იბ­რძო­და, რის­თვი­საც მო­ვე­დით დღემ­დე. მე ვარ თქვენს გვერ­დით. თქვენ წარ­მო­ად­გენთ თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს, იმ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც თა­ვის მო­მა­ვალს ხე­დავს ევ­რო­პა­ში და არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, რომ წა­არ­თვან ეს მო­მა­ვა­ლი. ეს მო­მა­ვა­ლი ეკუთ­ვნის ჩვენს შემ­დეგ თა­ო­ბებს. ეს მო­მა­ვა­ლი არის ის, რო­მელ­საც ჩვე­ნი წინა თა­ო­ბე­ბი ამ­ზა­დებ­დნენ. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ წა­გარ­თვათ მო­მა­ვა­ლი.

ეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც არა­ვის სჭირ­დე­ბო­და, არის გა­სა­უქ­მე­ბე­ლი. არა­ნა­ი­რად არ არის გა­საგ­ზავ­ნი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში. მე ამ კა­ნონს და­ვა­დებ ვე­ტოს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს მისი მუხ­ლობ­რი­ვი გან­ხილ­ვა. მე მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ის კონ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის გა­რან­ტი ვარ მე. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა იყოს და­ცუ­ლი. ყვე­ლა ვინც ამ კა­ნონს მის­ცა ხმა, გვა­შო­რებს ევ­რო­პულ გზას. ჩვენ ამ ქვე­ყა­ნას ევ­რო­პა­ში გა­ვიყ­ვანთ, ამ პი­რო­ბას გაძ­ლევთ თქვენ” – აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭუ­რა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­არ­გებ­ლოდ ხმა 76 დე­პუ­ტატ­მა მის­ცა, წი­ნა­აღ­მდეგ კი 13 წა­ვი­და.

პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.