⛔ მუქარა ამერიკიდან:
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი:
“როგორც იცით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე, ვისაც შესაძლოა აშშ-ს ან სხვა სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ჩვენ განკარგულებაშია რიგი საშუალებები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი პირი, ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა შეზღუდვაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონებსა და განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ყურადღებით დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და პირველ რიგში იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი საყოველთაო უფლებებით”
ე.ი. დღეს, “მოლოტოვის კოქტეილების” მსროლელი, “მშვიდობიანი” მოძალადეების საყოველთაო უფლებები შეიზღუდა. (!)
თქვენ მოგეცათ ჩვენი ცოდვა “ოცნებავ,” ნაცბანდის რეანიმირებისა და საერთაშორისო არენაზე არასათანადო მუშაობისთვის.
რისი იმედი გქონდათ, როცა წლების მანძილზე, პორტირებული ნაცებით გაავსეთ ხელისუფლების ყველა შტო და გიულის დაქალი – გუგული მაღრაძე, ისევ ნაცებში გადაბარგებული ეკა ბესელია და ნაცი თამარ ჩუგოშვილი ზრუნავდა თქვენს ევროპულ იმიჯზე?
ამერიკაში საქართველოს ელჩებზე აღარაფერს ვამბობ…
წარმოუდგენელი სიყალბეა ირგვლივ გამეფებული… დალპა მსოფლიო…
მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი