საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის პროცესი დასრულდა

საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის პროცესი დასრულდა. აღნიშნული პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებული იყო როგორც ცესკოს, ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ იმ საელჩოებს, რომლებთანაც საარჩევნო ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე გავრცელდა მედიასაშუალებებით.

ბაზრის კვლევისთვის განსაზღვრულ ვადებში პროცესში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა, თუმცა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირების საბოლოო ეტაპზე ტესტირება გაიარა ყველა იმ პროცესმა, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისთვის არის საჭირო და დადგინდა, რომ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ მიერ წარმოდგენილი აპარატურა და მათი მუშაობის სქემა თავსებადია ცესკოს მოთხოვნებსა და საჭიროებებთან. შესაბამისად, მიღებულია ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები სწორედ „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების მაღა