სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირები დაამატეს. საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის ჯებირების დამატება, სავარაუდოდ, 19:00 საათზე ჩანიშნულ საპროტესტო აქციას უკავშირდება.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მოაქვთ.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ისევ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს გააპროტესტებენ.