სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. ისინი საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. სტუდენტები შეძახილებით „არა რუსულ კანონს!“ ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან შეკრებას 15:00 საათიდან აპირებენ, ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე მობილიზაციის დაწყება 17:00 საათიდან დაანონსა.