თამარ კორძაია: პირველივე დღეს ახალ სახალხო დამცველს ასე არ უნდა მოექცე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ გუშინ მიმდინარე აქციის დროს სახალხო დამცველზე თავდასხმის ფაქტი შეაფასა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან ეს ქმედება ეთიკური არ იყო.

„მე მგონია, რომ არ იყო ეთიკური საქციელი, იმიტომ, რომ პირველივე დღეს, როდესაც სტრესული დღე ჰქონდა ახალ სახალხო დამცველს, მას ასე არ უნდა მოექცე“, – აღნიშნა კორძაიამ.

ახლად არჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც მას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს.