სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი – პოლონეთი დათანხმდა „მიგ-29-ის“ თვითმფრინავების უყრაინისთვის ერთობლივ გადაცემას

პოლონეთი დათანხმდა „მიგ-29-ის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავების უყრაინისთვის ერთობლივ გადაცემას და დადგა დრო, რომ სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა.

სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უყრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების ერთობლივ გადაცემაზე პოლონელ კოლეგას შვედეთში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ესაუბრა.

იაროსლავ ნადის განცხადებით, უკრაინისთვის „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას იდეას მხარს უჭერს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც.

სლოვაკეთი განიხილავს უყრაინას გადასცეს 11 საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ის თვითმფრინავიდან ათი, რომლებიც გასულ წელს შეიარაღებიდან ამოიღეს.