ალექსი გონჩარენკო – საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი “უცხოური აგენტების“ შესახებ სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა, – ასე ეხმაურება უყრაინელი დეპუტატი, ალექსი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

„ქართველები – თავისუფალი ერია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსულ გავლენას. ისინი გამოვიდნენ ქუჩებში და დემოკრატიის უფლებას იცავდნენ“, – წერს გონჩარენკო „ფეისბუქ“ გვერდზე.