პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, რუსული კანონპროექტის ჩაგდებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ბიძინა ამას ასე არ დატოვებს”:
“ბიძინა ამას ასე არ დატოვებს, მისი მთელი მითოლოგია მის უძლეველობაზე, მის უშეცდომობაზეა აშენებული, მან ხომ რელიგია ააშენა, პარტია არ აუშენებია და ახლა ეს ყველაფერი ეჭვქვეშ რომ დადგა, ყველაზე მეტად ეშინია სისტემის შიგნით მოძრაობების. მოიფიქრებს რევანშს, დიდ პროვოკაციას მოაწყობს ახლო პერიოდში.
ბიუროს ოთახი დალეწეს წინა დღეს, კბილებით გაქონდათ ეს კანონი, ქუჩებში იმუქრებოდნენ, მოგხედავთ და სახლებში შემოგივარდებით, და რომ უნდოდათ ევროპული მომავლის წელში გადატეხვა, ერთ დღეაში ახალგაზრდობამ იქით გადატეხა წელში. ეს შუშის შენობა ივანიშვილს შეიძლება თავზე ჩამოენგრეს.
ხელისუფლება აღარ არსებობს, ადამიანები, რომლებსავ შეუძლიათ 2 დღეში ერთმანეთის საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღოს, ამას არ ქვია ხელისუფლება. მათ აღარ აქვთ ლეგიტიმაცია. ივანიშვილმა ახლა ეს უნდა გადაფაროს, რა პროვოკაციას მოაწყობს… ამ თემასთან დაკავშირებით აღარ გააკეთებს, სხვაგან დაარტყამს საზოგადოებას. მისი განწობა დღეს არის, რომ შური იძიოს საზოგადოებაზე თავისი მარცხისთვის. ის ამას არ შეჭამს.
გუშინ დავინახე, დადგა დრო ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების, ახალგაზრდებმა აჩვენეს, რომ მათ აქვს პატრიოტიზმიც, განათლებაც, სიბრძნეც, მათია უკვე ეს ქვეყანა”,- განაცხადა ხუხაშვილმა ტვ პირველთან.