რუსეთმა, რომლის ჯარმაც 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, უყრაინას ომით მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს. ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა განაცხადა.
“რუსეთმა უნდა აანაზღაუროს უკრაინისა და მისი ხალხისთვის მიყენებული უზარმაზარი დანაკარგები და ზარალი. მან უნდა გადაიხადოს უკრაინის აღდგენის საფასური”, – თქვა ევროპელმა დიპლომატმა. “ამ მიზნით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავააქტიურებთ მუშაობას გაყინული და დაბლოკილი რუსული აქტივების გამოყენებაზე.”
ბორელმა აღნიშნა, რომ უყრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია “დიდი ამოცანა” იქნება.