ლევან ბეჟაშვილი: ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის უნდა გაგრძელდეს.

„ბრძოლა გასაგრძელებელია, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ: 12-პუნქტიანი გეგმა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ბრძოლის ფორმატები, ბუნებრივია განისაზღვრება, იქნება ეს საპარლამენტო სტრუქტურები, იქნება ეს აქციები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.