„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის ამ წუთებში, თაბუკაშვილზე არსებულ პოლიციის შენობაში იმყოფება, სადაც ჩვენება გუშინ, მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უნდა მისცეს.

„ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში მოხდა ჩემთან ფიზიკური დაპირისპირება. ადამიანი, რომელიც ფიზიკურად დამიპირისპირდა, ნივთი ჰქონდა და ამ ნივთით ცდილობდა თავდასხმას. ეს კაციც, რუსული „ოცნებაც“, რუსი ოლიგარქი ივანიშვილიც ამ ნივთიან ხალხთან ერთად რა მიმართულებით გაუშვეს დემონსტრანტებმა, დღეს უკვე ვნახეთ. იგივე მოუწევს ყველას, ვინც დააპირებს იმ ხალხთან ბრძოლას, ვინც ჩვენს ევროპულ მომავალს ითხოვს. ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ჩვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაგრძელდება“, – განაცხადა ნადირაძემ.