მანჩო – კელის: “რა ბრძანებებია , რა გონორია , ყველა ზღვარს სცდება უკვე!… ეი, დეგნან,  ენა გაასწორე და წესიერად გველაპარაკე, ჩვენ შენი მონები არ ვართ!”

სულ რომ ასპროცენტიან სიმართლეს ღაღადებდეს, ასე არ უნდა მეტყველებდეს უცხო ქვეყნის ელჩი!

გინდა “პარტნიორი” ერქვას და გინდა “მეგობარი” , ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის შეურაცხმყოფელია!
რა ბრძანებებია , რა გონორია , ყველა ზღვარს სცდება უკვე!..

ეი, დეგნან , ენა გაასწორე და წესიერად გველაპარაკე, ჩვენ შენი მონები არ ვართ!
ბოლო-ბოლო ზრდილობის გულისთვის , ფასადურად მაინც დაიცავით დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი!

ქართველ ხალხს სსრკს უღელი იმიტომ არ მოგვიცილებია და სისხლი იმიტომ არ დაგვიღვრია , რომ ერთი “ბატონ-პატრონი” და მეორე მბრძანებლით შეგვეცვალა!
გუბერნიიდან კოლონიაში არ მივისწრაფით!!

სხვათა შორის, ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ 1990 წლიდან, ეს ისე, ცნობისთვის …
მე სულ სხვა ამერიკას მაზიარეს , შენ და შენნაირი ტუტუცები კი , ასეთი უპასუხისმგებლო უსაქციელობით გვაზიზღებთ და გვაშორებთ ამერიკას!
სულ არ გადაიწუწა თავზე?!

მანჩო გიორგობიანი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი