სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში მომხდარიყო.
„აგენტების შესახებ” კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში. საქართველოს მომავალი ევროპაშია და არსად სხვაგან,” – წერს იოსელიანი.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.