თეონა აქუბარდია: ხალხის დაკვეთა არის ამ პროცესში ქვეყნის კანდიდატის სტატუსის უზრუნველყოფა

დაკვეთა ჩვენი ხალხისგან არის ამ პროცესში ქვეყნის კანდიდატის სტატუსის უზრუნველყოფა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„სასწრაფოდ არის განსახილველი დარჩენილ მუხლებთან მიმართებაში ვენეციის კომისიის დასკვნა და მართლმსაჯულების რეფორმა. საქართველოს ადგილი არის ევროპაში. პოლიტიკოსებთან ჩვენი ხალხისგან დაკვეთა არის ამ პროცესში ქვეყნის კანდიდატის სტატუსის უზრუნველყოფა და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ბრიუსელის დავალების შესრულებაზე მუშაობას პარლამენტი ვენეციის კომისიიდან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ განაახლებს. ქართული მხარე კომისიის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეკომენდაციებს ორ საკითხზე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე და სასამართლოს რეფორმაზე ელოდება. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს პროევროპული რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.