ვახტანგ ცინცაძე – უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს იყოს რეკორდული და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს იყოს რეკორდული ყველა სხვა წელთან შედარებით და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 61 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო თუ შევხედავთ 2019 წელს, მაშინ ინვესტიცირბის მოცუოლობა დაახლოებით 48 პროცენტით არის გაზრდილი.

„უნდა აღინიშნოს, რომ კომპონენტების მიხედვით, გაზრდილია როგორც რეინვესტირების მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია სააქციო კაპიტალში, ხოლო სავალო ვალდებულებები შემცირებულია. აღნიშნული რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ინვესტორთა ნდობას საქართველოს ნდობაზე ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის მიმართ. ქვეყნებს თუ შევხედავთ, ინვესტიციები გაზრდილია გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, აშშ-დან, ნიდერლანდებიდან და ირლანდიიდან. ხოლო, ზოგადად ქვეყნების ჯგუფებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ორჯერ მეტად არის გაზრდილი ინვესტიციები ევროკავშირიდან და დაახლოებით 859 მლდ აშშ დოლარს შეადგენს და მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირის წილი 43 პროცენტია. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში მნიშვნელოვანია როგორც დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით, ასევე ინვესტიციებს მოჰყვება მნიშვნელოვანი ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი და ზოგადად პოზიტიურად აისახება ეკონომიკურო ზრდის მაჩვენებლებზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.