უყრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უყრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც მას ბრძოლის ველზე ეხმარებიან.
„ამას გარდა, გვჭირდება უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტიები… და თუნდაც არ შეგვეძლოს ომის დროს ნატო-ში გაწევრიანება, ვისურვებდით, რომ ამ გზაზე უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები გვქონდეს, ვიდრე ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ში. ჩვენ ვილნიუსის სამიტზე სწორედ ნატო-ს სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, უსაფრთხოების გარანტიებისკენ ნაბიჯებს მოველით”, – განაცხადა ზელენსკიმ.