თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების საკითხზე დამატებით მოლაპარაკებებს გამართავენ

თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ჩრდილოევროპული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების საკითხზე დამატებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

„ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სწრაფი რატიფიკაცია, როგორც ფინეთისა, ისევე შვედეთისთვის პასუხობს ყველას ინტერესებს და რომ მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს“, – აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.

თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართა.

დამატებით მოლაპარაკებებს სამი ქვეყანა მიმდინარე წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტის წინ გამართავენ.

ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების განაცხადი ჯერჯერობით მხოლოდ ალიანსის ორ ქვეყანაში – თურქეთსა და უნგრეთში არ არის რატიფიცირებული.