ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩავიდა. თეირანში ის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ მიიღო. ლიდერებმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.
როგორც ბელარუსული მედია იუწყება, მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე.
ბოლო პერიოდში ეს ლუკაშენკოს უკვე მეორე საერთაშორისო ვიზიტია. ცოტა ხნის წინ ბელარუსის ლიდერი სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა.