ბრიტანეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი „არა რუსულ კანონს დიდ ბრიტანეთში!“ ​

„არა რუსულ კანონს დიდ ბრიტანეთში“ – გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან ამ სახელწოდებით აქცია- პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აპროტესტებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას ლორდთა პალატაში. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნიღბები ეკეთათ და ხელში ეკავათ პლაკატებით წარწერით „ბრიტანეთს არ გაგარუსებინებთ“.