კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უყრაინაში პროცესის მშვიდობიან კურსზე გადასვლის წინაპირობები არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
დმიტრი პესკოვის თქმით, „უკრაინაში რუსეთის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო გზით“.
„ამ დრომდე არ არსებობს პროცესის მშვიდობიან კურსზე გადასვლის წინაპირობები. ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტად რჩება და ყოველთვის იქნება ჩვენი მიზნების მიღწევა. ახლა მათი მიღწევა მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა პესკოვმა.