დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა თავდაცვის ხარჯებს 6 მილიარდი დოლარით გაზრდის, რათა გააძლიეროს დაცვა რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი მზარდი საფრთხეებისგან.
რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს დამატებით ხარჯებს, რომელიც განაწილებულია ორი წლის პერიოდზე, საბრძოლო მასალის მარაგის შესავსებად და დიდი ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა პროგრამის მოდერნიზებისთვის.
ბრიტანეთის მთავრობამ ჩინეთი და რუსეთი დაასახელა, როგორც მამოძრავებელი ძალა, რომელიც მოითხოვს უფრო მაღალ თავდაცვის ხარჯებს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ გასულ წელს, თუ როგორ გავლენას ახდენს გლობალური კრიზისები ჩვენზე. რუსეთის შემზარავი შეჭრა უკრაინაში, რამაც გამოიწვია ენერგიისა და საკვები პროდუქტების ფასების ზრდა. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ეროვნულ თავდაცვას, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღარასოდეს ვიქნებით დაუცველები მტრული ძალის ქმედებებისგან“, – თქვა სუნაკმა განცხადებაში.