სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგში ჩადგეს , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი თქმით, საინტერესოა, შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას.
„საკითხავია – შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ქცევის ხაზი?“, – წერს კარასინი.